ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანდი, ლუის სუარესი
Aa
Aa

„ჰოლანდი მომაკვდინებელია, თუმცა გუნდს მასზე თამაში უწევს, მე კეინი მირჩევნია

ლუის სუარესმა თანამედროვე ფორვარდების სათამაშო სტილი შეაფასა და დაასახელა ისინი, რომელთა თამაშიც მას მოსწონს.

- რომელი „ცხრიანი“ მოგწონთ მსოფლიო ფეხბურთში ამჟქმად?

„ასეთი ორი ან სამია. ჰოლანდი - მომაკვდინებელი „ცხრიანია“ საჯარიმოში, თუმცა გუნდს მასზე უწევს თამაში.

მე ჰარი კეინს ვანიჭებ უპირატესობას. ის ბევრად უკეთ ურთიერთქმედებს დანარჩენ გუნდთან. ის აკეთებს მოძრაობებს და ფიქრობს თანაგუნდელის საპასუხო მოძრაობებზე, ის თამაშს სხვანაირად აღიქვამს. მე ასეთი დეტალები მომწონს.

და კიდევ არის დარვინი (ნუნიესი). პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, თავისი მენტალიტეტის შეცვლა და გაძლიერებაა, რადგან ჩემი აზრით, ის საოცარ თვისებებს ფლობს. მან „ლივერპულის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე მასში ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც მაღალ დონეზე დაბრუნება შეუძლია.

თუ ის თავის მაქსიმალურ დონეს მიაღწევს, გახდება თავდამსხმელი, რომელიც ძალიან მომეწონება. ის სწრაფია, ძლიერია, მასში ძალაა... არის თამაშის ასპექტები, რომელთა გამოსწორებაც მას ჯერ კიდევ შეუძლია, რადგან ახალგაზრდაა და კიდევ აქვს გაზრდისთვის დრო“,

- განაცხადა სუარესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები