ლიონელ მესი, ტიერი ანრი
Aa
Aa

როგორ იტანს მესი ამდენ გოლს? ტიერი ანრის ტაქტიკური ანალიზი

ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ FOX Sports-ის ეთერში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ თამაშობს 39 წლის ასაკში უმაღლეს დონეზე, როგორ იტანს ამდენ გოლს.

"ბევრი კამათი მიმდინარეობს ლიონელ მესის სიარულზე, სეირნობაზე, ძილზე, დაარქვით ის, რაც გინდათ, მაგრამ დღეს ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ მე-14 ზონაზე, ეს არის ტერიტორია მოწინააღმდეგის საჯარიმოს ზუსტად გარეთ, ზუსტად იქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები. ყველამ ვიცით, რომ მე-17 ზონა არის ის ზონა, სადაც ყველაზე მეტი გოლი გაგაქვთ. ცხადია, სწორედ მანდ არის კარი, მაგრამ თუ იცით აქ როგორ უნდა იტრიალოთ და გესმით თამაში, ბევრი გოლის გატანა შეგიძლიათ და ლიონელ მესიმ ზუსტად იცის, როგორ დარჩეს აქ. ეს მისი სახლია, აქ გააქვს მას ბევრი, ძალიან ბევრი გოლი, როგორც ამას ახლა ვნახავთ.

ეს ის არის ალჟირის წინააღმდეგ. ალჟირი თამაშობს საშუალო ბლოკის სიტუაციაში, ახლა კი ბურთი გამოვა, ყველამ ვიცით, რომ ბურთი მასთან დე პოლისგან მივა და აი აქ, მე-14 ზონაში, თავდამსხმელები წინ იწევენ. რომელიმე მცველი რომ გამოსულიყო, მათ ლიონელ მესის პასთან მოუწევდათ გამკლავება, ის კი ურტყამს და გოლი გააქვს.

ახლა ისევ ალჟირის წინააღმდეგ, სხვა სიტუაცია, გარდამავალ ფაზაში ის მე-11 ზონაშია და შედის მე-14 ზონაში. ბურთი მიდის მე-13 ზონაში, ბურთი მას უბრუნდება, ვერავინ დაიცავს თავს ამისგან, როცა გარდამავალ ფაზაში ხართ. ეს რთული დასაჭერია, რადგან როდესაც ბურთი შედის მე-13 ან შეიძლება შევიდეს მე-16 ზონაში, ყველა შევარდება საჯარიმოში და თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ, რომ ნაბიჯი უკან გადადგა და მიიღო ბურთი, შეგიძლია გოლი გაიტანო. ეს მე ვარ მე-14 ზონაში, კომფორტულად, არ ვიცი შენ სად ხარ, რებეკა, მაგრამ მე აქ ვარ, გიბრუნებ ეთერს."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ხელფასები, სხვა მხრივ ვერაფერში გვჯობნიან“ - ინტერვიუ გიორგი ჯგერენაიასთან
„მხოლოდ ხელფასები, სხვა მხრივ ვერაფერში გვჯობნიან“ - ინტერვიუ გიორგი ჯგერენაიასთან