ბაგრატიონი ავსტრიაში დარჩა | მისი ახალი კლუბი ცნობილია
22 წლის მუხრან ბაგრატიონი, რომელმაც გასული სეზონი ავსტრიის ბუნდესლიგის გრაცერში გაატარა, კარიერას რანგით მეორე ლიგის კაპფენბერგში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
გრაცერში ბაგრატიონს ფერდინანდ ფელდჰოფერი წვრთნიდა, მათ ერთად დინამო თბილისშიც უმუშავიათ. ავსტრიელმა სპეციალისტმა პირველ გუნდში მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა, მეტწილად სათამაშო დროს სარეზერვო გუნდში იღებდა.
მუხრანმა ბუნდესლიგაში ორ მატჩი ჩაატარა, სადებიუტო შეხვედრაში ტიროლთან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა: „სამ ცენტრალურ მცველს შორის მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა (1,84 მ. სიმაღლისაა). მის მთავარ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე არ უთამაშია, თუმცა ამის მიუხედავად Sofascore-მა თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა - 7,3. დაცვაში მეტოქის შეტევა 6-ჯერ განმუხტა, 4-ჯერ ბურთი დაიბრუნა, 4 მცდელობიდან 2 ვარდნა წარმატებული იყო. მინდორზე 4-დან ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 6-დან 3-ში გამარჯვებული გამოვიდა. ასევე, ერთხელ მეტოქის დარტყმა დაბლოკა''.
მუხრანს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2023 წელს რამაზ სვანაძემ 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახა, სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია, ნიდერლანდებთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა. რამაზ სვანაძეს მიმდინარე შესარჩევ ციკლში არ მიუწვევია.