„ცდილობდნენ შეეხსენებინათ, თუ რამდენად გამორჩეული და მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის“
ილია თოფურიას მისამართით, „სიტყვის აკადემიის“ მიერ მომზადებული სამოტივაციო ვიდეო ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილი გამოცემა Low Kick MMA სამოტივაციო ვიდეორგოლს ეხმაურება და ქართველი გულშემატკივრების თანადგომაზე წერს.
რა წერია სტატიაში:
საქართველოში, თბილისში, 200-ზე მეტი სტუდენტი შეიკრიბა და ტიტულის დაკარგვის შემდეგ ილია თოფურიას მხარდასაჭერად ფანრები აანთო. ეს შთამბეჭდავი სცენა Coldplay-ს კონცერტს წააგავდა. ღამის სიბნელე ასობით ნათურამ გაფანტა, თითქოს ცდილობდნენ მარცხით გამოწვეული იმედგაცრუების გზა გაენათებინათ და „ელ მატადორისთვის“ შეეხსენებინათ, თუ რამდენად გამორჩეული და მნიშვნელოვანია ის თითოეული ქართველისთვის.
რამდენიმე სტუდენტმა თოფურიას გულწრფელი გზავნილებით მიმართა. ზოგიერთმა ყოფილ ჩემპიონს უთხრა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ მას, სხვებმა კი დასძინეს, რომ „ელ მატადორი“ მათ ყოველდღიურად აძლევს მოტივაციას, რომ იშრომონ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიებად იქცნენ.
სტუდენტებმა, რომელთა ფანრებიც ღამეს ანათებდა, სინათლით გამოსახეს სიტყვა „ილია“ და საქართველოს დროშა. ამით მათ შექმნეს გულწრფელი გზავნილი, რომელიც ბოლოს დრონით გადაღებული კადრებით ეს მშვენიერი ვიდეორგოლი დასრულდა.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ამ ვიდეორგოლს ილია თოფურიაც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა - „მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა.“
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის მთავარ ივენთზე ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.