მინესოტა ტიმბერვულვზი, ენტონი ედვარდსი, ლამელო ბოლი
Aa
Aa

ტიმბერვულვზი ძლიერდება - შარლოტმა ლამელო ბოლი მინესოტაში გაუშვა

„მილუოკი ბაქსიდან“ „მაიამი ჰიტში“ იანის ანტეტოკოუნმპოს გადასვლის შემდეგ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი ხმაურიანი გაცვლა მოხდა.

„მინესოტა ტიმბერვულვზი“ „შარლოტიდან“ გამთამაშებელ ლამელო ბოლსა და მცველ ჯოშ გრინს დაიმატებს, საპირისპირო მიმართულებით კი 29 წლის ცენტრი, ნაზ რიდი გაემგზავრება.

ამასთან ერთად, „ჰორნეთსი“ 2033 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკს, 2028-2030 წლების დრაფტების პირველი რაუნდის პიკების გაცვლის უფლებას და 2029, 2032 და 2033 წლების დრაფტების მეორე რაუნდის პიკებს მიიღებს.

ამგვარად, ლამელო ბოლი „მინესოტაში“ ენტონი ედვარდსთან ერთად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ედვარდსი 2020 წლის დრაფტზე პირველ ნომრად, ლამელო ბოლი კი მესამე ნომრად აირჩიეს.

გასულ სეზონში 24 წლის ლამელო ბოლი საშუალოდ 20.2 ქულას, 4.8 მოხსნასა და 7.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ცნობილი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლამელო ბოლთან დაკავშირებით „შარლოტს“ არაერტმა კლუბმა მიმართა - მსურველებს შორის იყვნენ „ტორონტო“ და „მილუოკიც“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი გაცვლა NBA-ში | იანისმა მილუოკი დატოვა და მაიამი ჰიტში ითამაშებს
დიდი გაცვლა NBA-ში | იანისმა მილუოკი დატოვა და მაიამი ჰიტში ითამაშებს