მბაპეს თვითნებური გადაწყვეტილება - ფრანგი კლუბს აღარ ემორჩილება
„რეალი“ – „ოვიედოს“ (2:0) მატჩის შემდეგ მომხდარმა ამბებმა სამეფო კლუბში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება, კიდევ უფრო არაჯანსაღი გახადა. კილიან მბაპემ, რომელიც თადარიგში იყო და ცვლილებაზე შესვლიდან რამდენიმე წუთში ჯუდ ბელინგემს საგოლე გადაცემა მიაწოდა, მიქს-ზონაში მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა საჯაროდ გააკრიტიკა.
არსებული პროტოკოლის თანახმად, თითოეული მატჩის დასრულების შემდეგ, „რეალის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მედიის წარმომადგენლებს წინასწარ აწვდის ინფორმაციას, თუ რომელი მოთამაშე გააკეთებს მათთვის კომენტარს და „ოვიედოსთან“ თამაშის წინ მბაპე იმ ნუსხაში ნამდვილად არ იყო, რომლებიც ინტერვიუს მისცემდნენ და როგორც აღმოჩნდა, კილიანი მედიის წარმომადგენლებს თვითნებურად გაესაუბრა. ყველაზე გასაოცარი კი ის გახლავთ, რომ იქვე იმყოფებოდა სამეფო კლუბის პრეს-ატაშე, რომელიც გაოგნებული დარჩა მიქს-ზონაში მბაპეს საქციელით და თხოვნაზე, რომ ინტერვიუ არ მიეცა, ფრანგი ფორვარდისგან კატეგორიული უარი მიიღო.
ცნობისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე, პრესკონფერენციაზე ალვარო არბელოა გაოცებული, როდესაც მას კილიან მბაპეს განცხადებაზე სთხოვნდნენ კომენტარის გაკეთებას, რადგან „ბლანკოსის“ დამრიგებელმაც არ იცოდა, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს მედიისთვის ინტერვიუ ჰქონდა მიცემული.