კილიან მბაპე
Aa
Aa

„ამას რატომ ამბობთ? ეს აზრი გაყიდვადია და გაწყობთ“ - მბაპე პრესას გაუბრაზდა

კილიან მბაპე „რეალისა“ და „ოვიედოს“ მატჩის (2:0) დროს მადრიდელთა გულშემატკივრების სტვენას გამოეხმაურა.

– როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც „კამპ ნოუზე“ არ ითამაშეთ? და თუ გესმით ქომაგების მხრიდან სტვენის მიზეზი?

„ძალიან საწყენია კლასიკოში ართამაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყოველთვის გამქონდა გოლი. ნამდვილად დასანანია. მაგრამ სტვენა... ასეთია ცხოვრება. ჩვენ არ შეგვიძლია გაბრაზებული ადამიანების აზრის შეცვლა. ეს მათი აზრის გამოხატვის გზაა და არ ღირს ამის გულთან ახლოს მიტანა.

ჩემთვის ბევრჯერ დაუსტვენიათ. ასეთია „რეალის“ ფეხბურთელისა და ჩემნაირი ცნობილი ადამიანის ცხოვრება“.

– თქვენი აზრით, რატომ დაგისტვინეს? იტალიაში გამგზავრების გამო?

„არ ვიცი. კლუბმა მადრიდის გარეთ ყოფნის უფლება მომცა და მე ერთადერთი არ ვყოფილვარ, ვინც არ იყო. მაგრამ ასეთი რაღაცები უნდა მიიღო. წინ უნდა იყურო და სიტუაცია გამოასწორო“.

– როგორი რეაქცია გქონდათ ამ სტვენაზე?

„ეს უნდა მიიღო, მეგობარო. ეს ხალხის აზრია. დღეს არავინ მოკვდება. ნორმალურია, რომ ხალხი დამნაშავეს ეძებს, როცა ვერ ვიგებთ. ასე ხდება ყველა კლუბში“.

– არ ფიქრობთ, რომ ბოლო კვირებში შეცდომები დაუშვით: „ესპანიოლთან“ მატჩამდე 12 წუთით ადრე ჩამოფრინდით, შვებულებაში წახვედით...

„შვებულებაში? ეს შენი აზრია, შენ არ იცი, რას ვაკეთებდი. რატომ ამბობ „შვებულებას“?

ჩემი შეცდომა მხოლოდ ის არის, რომ გუნდს ტიტულების მოგებაში ვერ დავეხმარე. სხვა ყველაფერი – მოსაზრებებია. არავინ იცის, რატომ წავედი. კლუბისგან ნებართვა მქონდა. უბრალოდ, მსგავსი აზრი კარგად იყიდება. მე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვარ კონცენტრირებული - ტიტულების მოგებაზე“,

– განაცხადა მბაპემ As-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები