ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი, ჟირონა
Aa
Aa

კიდევ ერთი გუნდი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილით ჟირონაც დაინტერესდა

„ლევანტეს“ შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, 26 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს „ჟირონაც“ განიხილავს.

„ქოჩორაშვილი ლისაბონში გასული წლის ზაფხულში გადაბარგდა, თუმცა „სპორტინგში“ თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. „ლომები“ მზად არიან, ის სხვა გუნდში გაანათხოვრონ“, - წერს გამოცემა.

რამდენიმე დღის წინ ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე სხვა პორტუგალიური გამოცემებიც წერდნენ. არსებული ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ თუ „ლევანტემ“ ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ქოჩორაშვილი ძველ კლუბში დაბრუნდება და მომდევნო სეზონს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ „ლევანტეს“ მსგავსად, ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის „ჟირონაც“. კატალონიური გუნდი „ბაყაყებს“ 1 ქულით უსწრებს: ჟირონა 40 ქულით მე-15 ადგილზეა, ლევანტე კი 39 ქულით მე-19 ადგილზე.

საგულისხმოა ისიც, რომ 2017-18 წლებში ქოჩორაშვილი ჟირონას 19-წლამდე გუნდში თამაშობდა, 2018-19 წლების სეზონი „ჟირონა ბ“-ში გაატარა, ორწლიანი იჯარის დასრულების შემდეგ კი „საბურთალოში“ დაბრუნდა, საიდანაც „ლევანტეს“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MLS-ის კლუბი დიდ ინტერესს იჩენს | გაგნიძისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია
MLS-ის კლუბი დიდ ინტერესს იჩენს | გაგნიძისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია