„ბევრი იშრომა და დაიმსახურა“ - გობერმა ვემბანიამაზე ისაუბრა
ვიქტორ ვემბანიამას ქომაგები არც წლევანდელ სეზონამდე აკლდა, თუმცა NBA-ს მიმდინარე გათამაშებაში „სან ანტონიოს“ ფრანგი კალათბურთელი იმდენად დიდებულად გამოიყურება, რომ ყველა მის სიძლიერეზე საუბრობს და სეზონის MVP-ის პრიზის მოგების ერთ-ერთ კანდიდატადაც სრულიად სამართლიანად ითვლება. დასავლეთ კონფერენციის ფინალში „სპურსი“ ნახევარფინალში „მინესოტას“ ძლევის შემდეგ გავიდა და ვემბანიამას თაობაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სწორედ „ტიმბერვულვზში“ მოთამაშე მის თანამემამულეს, რუდი გობერს დაუსვა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვიქტორის პროგრესით გაოცებული ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის შრომა, თავგანწირვა და საქმისადმი სწორი მიდგომა, რითაც გამორჩეული იყო, ადრე თუ გვიან ასეთ შედეგებს მოიტანდა. ახლა ძალიან მაინტერესებს, მზად აღმოჩნდება თუ არა ახალი გამოწვევებისთვის და აიყვანს თუ არა „სპურსს“ ახალ სიმაღლეებზე“.
ცნობისათვის, „სან ანტონიომ“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში „მინესოტა“ 4:2 დაამარცხა და განვლილ ექვს შეხვედრაში ვიქტორ ვემბანიამა საშუალოდ 19.8 ქულას, 12 მოხსნასა და 4.2 დაფარებას აგროვებდა - 22 წლის ფრანგმა ორქულიანები - 51,2, ხოლო სამქულიანები 25%-იანი სიზუსტით ისროლა.