ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა | ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგიდან გავარდა

გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის ბოლო ტურში ჰაიდენჰაიმი შინ მაინცთან 0:2 დამარცხდა. 18-გუნდიან ბუნდესლიგაში 26 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე გავიდა, ბუნდესლიგიდან გავარდა, მე-16 საფეხურზე გასულ ვოლფსბურგს 3 ქულით ჩამორჩა. ვოლფსბურგი ფლეი-აუტში ითამაშებს. თუ ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმში დარჩება, შემდეგ სეზონში ბუნდესლიგა 2-ში ითამაშებს, თუმცა სეზონის მეორე ნახევარი საკმაოდ პროდუქტიული ჰქონდა და მისი სხვა ბუნდესლიგურ კლუბში გადაბარგება მოულოდნელი არ უნდა იყოს.

ანგარიში მე-7 წუთზე ფილიპ ტიცმა გახსნა. ბუდუ ზივზივაძის პასის შემდეგ პიერინგერს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, ბურთი ძელს გაარტყა.43-ე წუთზე ამირიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში ბუდუ დრიბლინგით მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, პენალტის დანიშვნას ითხოვდა, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. მატჩის მიწურულს ბუდუმ გოლის გატანის ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ორივე შემთხვევაში მეკარესთან პირისპირ იყო და მაინცის მეკარემ, დანიელ ბაცმა აჯობა.

ბუდუმ ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 20-დან 13-ში 45 წუთი ან უფრო მეტი წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 გოლია. აინტრახტს, უნიონს, ფრაიბურგსა და ზანქტ. პაულის თითო-თითო გოლი გაუტანა, ჩემპიონ მიუნხენის ბაიერნთან დუბლი შეასრულა.

ბუდუს ჰაიდენჰაიმთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ი  32 წლის ქართველ ფორვარდს 1,2 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკომ პენალტი გაიტანა | 20 თერთმეტმეტრიანი, გმირი მეკარე და სენტ-ეტიენის მოგება
ზურიკომ პენალტი გაიტანა | 20 თერთმეტმეტრიანი, გმირი მეკარე და სენტ-ეტიენის მოგება