ლევან შენგელია, ოფი
Aa
Aa

შენგელიას ეფექტური გოლი - ოფიმ სეზონი კონფერენს ლიგის ზონაში დაასრულა

საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურში, ლევან შენგელიას „ოფი“ საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

ლევან შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითმაშა. ქართველმა შემტევმა 71-ე წუთზე ბრწყინვალე შორეული გასროლით სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შენგელიასთვის ეს 2025/26 წლების სეზონში მხოლოდ მეორე გოლი იყო. ქართველმა შემტევმა აწ უკვე დასრულებულ სეზონში სუპერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და ორ გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

რაც შეეხება „ოფის“, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონი ისტორიული შედეგით დაასრულა. „ოფი“ ისტორიაში პირველად კონფერესლიგის ზონაში მოხვდა და ზაფხულში ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა
თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა