ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

7 საგოლე მოქმედება სეზონში | იეგოიანმა სეზონი გამარჯვებით დაასრულა

ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის სეზონის ბოლო მატჩში როტერდამის სპარტა შინ ექსელსიორთან 2:3 დამარცხდა.  18-გუნდიან ჩემპიონატში 34 ტურის შემდეგ ექსელსიორი 38 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა, გუნდმა მთავარი მიზანი შეასრულა, ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

ტრადიციულად, ექსელსიორის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ დენ უილმა ირაკლი იეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ათამაშა, აქტიური იყო, დაცვასა და შეტევაში დიდი სამუშაო შეასრულა. 69-ე წუთზე კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა.

 

2025-26 წლების სეზონი იეგოიანისთვის დიდი მნიშვნელობის იყო, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, თითქმის ყველაზე მატჩში სასტარტოში იყო და მისი საგოლე მოქმედებები გუნდს ელიტაში დარჩენაში დაეხმარა. ამასთან ერთად, 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დიდი ალბათობით მალე ეროვნული ნაკრების განაცხადში ვიხილავთ.

ირაკლიმ 31-დან 30 მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ცვლილებაზე. 30-დან 26-ში 90 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე პასია. ავტორიტეტულმა გამოცემებმა სიმბოლურ გუნდში რამდენჯერმე შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-3 ფეხბურთელის დამატება მაინც დაგვჭირდება | ქეცბაია იბერიასთან გამარჯვების შემდეგ
2-3 ფეხბურთელის დამატება მაინც დაგვჭირდება | ქეცბაია იბერიასთან გამარჯვების შემდეგ