„ალისონი ასეთებს 10-დან 9-ს აიღებდა“ - ქომაგები მამარდას აკრიტიკებენ
პრემიერლიგის 37-ე ტურში „ასტონ ვილასთან“ მარცხის (2:4) შემდეგ, „ლივერპულის“ ქომაგებმა გუნდის ყველაზე სუსტ რგოლად გიორგი მამარდაშვილი მიიჩნიეს.
ჯეიმი კარაგერის მოზომილი კრიტიკის ფონზე, გულშემატკივრების შეფასებები აშკარად ლოგიკას არის აცდენილი. სოციალურ ქსელ X-ში „სკაუზერები“ ქართველ მეკარეს მოურიდებლად აკრიტიკებენ და ალისონის დაბრუნებას ელოდებიან.
„მამარდაშვილი ნამდვილად ყველაზე ცუდი მეკარეა, რომელიც ამ საუკუნეში გვყოლია“.
„ვერ გამიგია, მამარდაშვილმა ბურთის დარტყმა არ იცის, თუ მისმა თანაგუნდელებმა არ იციან, რომ ის ცაციაა“.
„გიორგი მამარდაშვილი ალისონ ბეკერის შემცვლელი არ არის... ხომ ასეა?“
„იმაზე უარესია, ვიდრე ადრიანი ოდესმე ყოფილა. კელეჰერი არ უნდა გაგვეყიდა“.
„როგორ ეძებდა ლივერპული მთელ ევროპაში და ბოლოს ამ ტიპზე შეჩერდა?”
„ალისონი ასეთ დარტყმულებს 10-დან 9 შემთხვევაში იგერიებს. ის ახლა ძალიან გვენატრება”.
„მამარდაშვილის შეცდომები ქულების დაკარგვად გვიჯდება. ალისონი რაც შეიძლება მალე დააბრუნეთ.“
„სწორედ ამიტომ გვჭირდება ალისონი. ასეთი საღამოები აჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანია ის.“
„ალისონი მაგ დარტყმას არასდროს გაუშვებდა. სხვაობა ცა და დედამიწასავითაა.“
„იმედი მაქვს, ალისონი მალე გამოჯანმრთელდება, რადგან მეკარისგან ასეთი თამაშების ხილვის ფუფუნება აღარ გვაქვს.“
მატჩის შემდეგ Sofascore-მა ქართველი მეკარის თამაში 7.2 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 5 მოგერიება, 19-დან 14 ზუსტი პასი (74%), 12-დან 7 ზუსტი გრძელი პასი და 29 შეხება ბურთთან.
ასტონ ვილას გოლები და მამარდას სეივები