თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 6 ქულა - ბარსელონამ უნიკახას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 24-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში „უნიკახას“ უმასპინძლა და მალაგური კლუბი 6-ქულიანი სხვაობით, 97:91 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ კატალონიური კლუბის რიგებში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და შედეგიანი მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.

შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან ორიდან ორი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთადერთხელ ისროლა და ააცილა. თორნიკემ ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 16 მოგებითა და 8 წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები 2 აპრილს, ევროლიგაში სტუმრად „ჟალგირისთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 15 ქულა - ქართველი ყოფილ გუნდთან შედეგიანი იყო
შერმადინის 15 ქულა - ქართველი ყოფილ გუნდთან შედეგიანი იყო