ითამაშებს, თუ არა ჰაკიმი ფინალში - LEquipe მაროკოელის მდგომარეობაზე წერს
გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L’Equipe პსჟ-ს მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის შესახებ წერს და 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის ალბათობას განიხილავს.
მაროკოელმა მცველმა 28 აპრილს, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო და გუნდთან ერთად ამ დრომდე არ უვარჯიშია. ჰაკიმის ბარძაყის კუნთის დაზიანება ჰქონდა მიღებული. L’Equipe წერს, რომ ფეხბურთელი ვარჯიშს მომავალი კვირაში განაახლებს.
ფინალურ მატჩამდე 1 კვირაზე ნაკლები რჩება, პსჟ-ში კი ჰაკიმის მდგომარეობაზე დარწმუნებულები ამ დრომდე არ არიან. L’Equipe აღნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით, მაროკოელი სამატჩო განაცხადში იქნება, მისი სასტარტოდან თამაში კი მისსავე ფორმაზე იქნება დამოკიდებული. კონკრეტული დღე, თუ როდის დაუბრუნდება ჰაკიმი გუნდს, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება და საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება. პსჟ-ს მეტოქე ლონდონის „არსენალი“ იქნება.