პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი, ბერნარდო სილვა, ჯონ სტოუნზი
Aa
Aa

პეპი საოცრად გააცილეს - სიტი ბერნარდოს და სტოუნსსაც დაემშვიდობა

პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ ქომაგებმა საოცარი, დაუვიწყარი გაცილება მოუწყვეს, რის გამოც „ასტონ ვილასთან“ საშინაო მატჩის მიმდინარეობისას, კატალონიელმა სპეციალისტმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ თამაშს „ეტიჰად სთედიუმზე“ 60 332 ადამიანი დაესწრო, რაც „ქალაქელთა“ საშინაო თამაშებზე ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია და ბუნებრივია, ეს ყველაფერი გუარდიოლას გაცილების ფაქტორიდან გამომდინარეობდა.

გუარდიოლას გარდა, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“ 10-წლიანი მუშაობის პერიოდში პრემიერლიგის ოქროს მედლები 6-ჯერ მოაგებინა. კლუბი ორმა ფეხბურთელმა, ბერნარდო სილვამ და ჯონათან სტოუნზმაც დატოვა და მწვრთნელის მსგავსად, ფანები მათაც თბილად დაემშვიდობნენ. რაც შეეხება თამაშს, მის დაწყებამდე ასეთი მოცემულობა იყო - თუ „ეტიჰადზე“ „ასტონ ვილა“ დამარცხდებოდა, ხოლო პარალელურად „ლივერპული“ „ბრენტფორდს“ მოუგებდა. პრემიერლიგის მეექვსეადგილოსანიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა, რადგან ბირმინგემელებს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მოხვედრა ევროპა ლიგის ჩემპიონობით ჰქონდათ განაღდებული.

საბოლოოდ ვერც მერსისაიდელებმა ვერ მოიგეს და არც „ვილამ“ წააგო. მართალია „სიტი“ ანტუან სემენიოს გოლით დაწინაურდა, თუმცა მეორე ნახევარში ოლი უოტკინსმა 14-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებს ორი ბურთი გაუტანა და „ასტონ ვილამ“ 2:1 მოიგო.

ცნობისათვის, „მანჩესტერ სიტიმ“ 38 ტურში დაგროვებული 78 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო კლუბის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი 27 გოლით ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი კიდევ ერთხელ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ითამაშებს, თუ არა ჰაკიმი ფინალში - LEquipe მაროკოელის მდგომარეობაზე წერს
ითამაშებს, თუ არა ჰაკიმი ფინალში - LEquipe მაროკოელის მდგომარეობაზე წერს