გაბრიელ ჟეზუში, გაბრიელ მარტინელი, კაი ჰავერცი, ნონი მადუეკე, ჟან-ფილიპ მატეტა
Aa
Aa

არსენალმა ჩემპიონურად დაამთავრა - გამარჯვება დერბიში და ახალგაზრდული რეკორდი

ინგლისის პრემიერლიგის წლევანდელი გათამაშება „არსენალის“ ფანებს არასოდეს დაავიწყდებათ - მათმა საყვარელმა კლუბმა 22-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „მეთოფეებმა“ ოქროს მედლები რამდენიმე დღის წინ, „მანჩესტერ სიტის“ წაფორხილების შედეგად ოფიციალურად გაიფორმეს, რის გამოც მიკელ არტეტამ „კრისტალ პალასთან“ საგარეო ლონდონურ დერბიში შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა და წამყვანი მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის შემოინახა, თუმცა ამას მისი გუნდისთვის ხელი არ შეუშლია და „კანონირებმა“ 2:1 გაიმარჯვეს.

მთავარი სიახლე ძირითადში 16 წლის და 144 დღის მაქს დოუმანის გამოჩენა იყო, რითაც პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდიც დამყარდა - ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონატის თამაში სასტარტოში დაიწყო. რაც შეეხება მატჩს, 42-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუშმა გაბრიელ მარტინელის პასით გახსნა ანგარიში, ხოლო 48-ე წუთზე ნონი მადუეკემ სხვაობა ორამდე გაზარდა, რომელსაც ასისტენტობა კაი ჰავერცმა გაუწია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც პალასმა შეძლო 89-ე წუთზე ჟან-ფილიპ მატეტას ბურთი იყო.

ცნობისათვის, „არსენალმა“ 38 ტურში 85 ქულას მოუყარა თავი, მეტოქეთა კარში 71 ბურთი გაიტანა და თავად მხოლოდ 27 მიიღო, რითაც ამ გუნდის მეკარემ დავიდ რაიამ ოქროს ხელთათმანი მოიგო. ლონდონელებმა მთავარ კონკურენტს „მანჩესტერ სიტის“ 7 ქულით გაუსწრეს. აქვე გეტყვით, რომ „კრისტალ პალასთან“ მატჩისას, „მეთოფეების“ რამდენიმე ფანს სპეციალურად დამზადებული წყლის ბოთლები ეჭირა, რომელზეც იყო წარწერა 115, რითაც „მანჩესტერ სიტის“ გარშემო აგორებულ ცნობილ სატრანსფერო დარღვევების სკანდალზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ითამაშებს, თუ არა ჰაკიმი ფინალში - LEquipe მაროკოელის მდგომარეობაზე წერს
ითამაშებს, თუ არა ჰაკიმი ფინალში - LEquipe მაროკოელის მდგომარეობაზე წერს