სალიბა: “პსჟ არ შეცვლილა, შარშანაც საშიში იყო და ახლაც ასეთია“
რამდენიმე დღეში 2025/2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვიხილავთ. ლონდონის არსენალი პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ.
მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით, მეთოფეების ცენტრალურმა მცველმა უილიამ სალიბამ კომენტარი გააკეთა.
სალიბა:
„პრემიერ ლიგის მოგება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ს ჩემი პირველი ტიტულია, ამიტომ ბედნიერი ვარ. მაგრამ სრულად კმაყოფილი არ ვარ. მეტი მინდა. მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე დიდი შანსი გვაქვს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
პარი სენ ჟერმენი შარშანაც საშიში იყო და ახლაც ასეთია. არაფერი შეცვლილა. ვიცით, რომ თუ მათი დამარცხება გვინდა, 100%-ზე უნდა ვიყოთ. ამ სეზონში საუკეთესო დაცვა გვყავს. და როცა საუკეთესო ხარ, გინდა საუკეთესოს წინააღმდეგ ითამაშო. ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ ასეთ თავდამსხმელებს შევხვდებით მომავალ შაბათს და იმედი მაქვს, ამ ბრძოლას მოვიგებთ.
ვიცოდი, რომ პრემიერ ლიგის მოგება რთული იქნებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ზედიზედ სამი წელი მეორე ადგილზე დასრულება რთული იყო, რადგან იმ პირველ ორ სეზონში ნამდვილად ვიმსახურებდით ტიტულს.
პრემიერ ლიგაში ყველა მატჩი ძალიან რთულია — მაშინაც კი, თუ ბოლოადგილოსანს ეთამაშები. საბოლოოდ ლიგა მოვიგეთ, მაგრამ მომავალ სეზონში ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ და იგივე მენტალიტეტით გავაგრძელოთ.“
შეგახსენებთ, რომ არსენალისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირება 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.