ნარიმანიძის ბრწყინვალე გოლი | სეზონში მესამედ გაიტანა
სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში „ჟილინამ’’ სტუმრად „კოსტოლნე კრაჩანის“ სტუმრად 5 უპასუხო გოლი გაუტანა. 24-ე წუთზე სტუმართა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სანდრო ნარიმანიძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ბურთი ზედა ძელს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში სანდროს მესამე გოლია.
21 წლის სანდრო ნარიმანიძე სლოვაკურ კლუბში 2025 წლის დასაწყისში გადავიდა. 1,5 სეზონში გოლი გატანილი არ ჰქონდა, მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატის 9 მატჩში (745 წუთი) უკვე 2 გოლი შეაგდო, ორივე თავური დარტყმით, ახლა კი სლოვაკეთის თასზეც გაიტანა.
9 მატჩში 2 გოლის გარდა მის ანგარიშზე საგოლე პასია, რომელიც ბრატისლავის „სლოვანთან'' შეასრულა. შესანიშნავად შეასრულა, ამ პასით კარგად ჩანს, რომ ტექნიკურია და შეტევების განვითარება კარგად შეუძლია.
გასული სეზონის შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება 1,2 მილიონი ევრო იყო. ჯერ ფასი არ განახლებულა, თუმცა განახლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს