თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შენგელია შერმადინის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული გათამაშების 32-ე ტურში ქართველი კალათბურთელების დაპირისპირება შედგა. „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში „ბარსელონას“ უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, 97:102 დამარცხდა. მასპინძლების რიგებში უჩვეულოდ დაბალი შედეგიანობით გამოირჩა გიორგი შერმადინი, სტუმართა შორის კი თორნიკე შენგელიამ გაცილებით კარგი მატჩი ჩაატარა.

შერმადინი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან ოთხიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან კი არ უსვრია. რაც შეეხება შენგელიას, საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 21 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა. თოკომ ორიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი არ უსვრია.

ცნობისათვის, 32 ტურის შემდეგ 23 მოგებითა და 9 წაგებით „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო „ლაგუნა ტენერიფე“ 17 გამარჯვებითა და 14 მარცხით მეშვიდე პოზიციას იკავებს.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძე და მამუკელაშვილი | ბოსტონ სელტიქსს ქართველი კალათბურთელები ურჩიეს
    ბითაძე და მამუკელაშვილი | ბოსტონ სელტიქსს ქართველი კალათბურთელები ურჩიეს