გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„მის წინააღმდეგ თამაში საოცარი შეგრძნებაა“ | სანდრომ გოგაზე ისაუბრა

NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს ქართული დერბი ვიხილეთ და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ 139:87 გაანადგურა. მატჩის შემდეგ „მამუმ“ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებმა NBA-ში გოგას წინააღმდეგ თამაშზე ჰკითხეს.

„ეს საოცარი შეგრძნებაა. მე და გოგა ერთმანეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ ვთამაშობდით, როდესაც 6-7 წლის ვიყავი. გოგა მაღალი იყო და ერთადერთი გახლდათ, ვისაც ჩემი სროლის დაბლოკვა შეეძლო, რაც ძალიან არ მომწონდა.

მახსოვს, ვფიქრობდი: „ეს მაღალი ბიჭი ვინ არის?“ ყველაზე მაღალი მე ვიყავი, შემდეგ კი გოგა გამოჩნდა. თან ფიზიკურად ძლიერი იყო. გოგა პირველი ან მეორე კალათბურთელი გახლდათ, ვისზეც მორგება მომიწია და ჩემს თავს ვეუბნებოდი: „კარგი, ახლა სრული კონცენტრაცია მჭირდება — გოგას წინააღმდეგ ვთამაშობთ.“

მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ის შესანიშნავად თამაშობს. პარკეტზე გადის, თავის საქმეს აკეთებს და იმედია, ასე გააგრძელებს და უკეთესი გახდება. ბედნიერი ვარ, რომ მის წინააღმდეგ ვთამაშობ და ვფიქრობ, გოგა საქართველოს უმაღლეს დონეზე წარმოაჩენს.“

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ორლანდოს“ წინააღმდეგ 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. რაც შეეხება ბითაძეს, მან პარკეტზე 10 წუთი და 11 წამი გაატარა და 6 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ რამე მოხდება, მზად ვიქნები“ - ცარუკიანი თოფურია-გეიჯის ჩხუბს დააზღვევს
„თუ რამე მოხდება, მზად ვიქნები“ - ცარუკიანი თოფურია-გეიჯის ჩხუბს დააზღვევს