„თუ რამე მოხდება, მზად ვიქნები“ - ცარუკიანი თოფურია-გეიჯის ჩხუბს დააზღვევს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში ასპარეზობის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თეთრ სახლში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბის დამზღვევი იქნება.
რას ამბობს ცარუკიანი:
დიახ, ამ ბრძოლას მე დავაზღვევ. ვაპირებ, რომ აქტიური ვიყო და ფორმა შევინარჩუნო. თუ რამე მოხდება, მზად ვიქნები. შეიძლება აპრილში, ან მაისში ჭიდაობის ტურნირზე გამოვიდე.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს თეთრი სახლის ქარდზე, 13 ივნისს დაუპირისპირდებიან.