„თავდაჯერება აუმაღლდა“ | რას წერს ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მარტში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. „ჯვაროსნებმა“ ისრაელთან ფრედ, 2:2 ითამაშეს, ლიეტუვა კი სტუმრად 2:0 დაამარცხეს. გიორგი მამარდაშვილი ორივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი ასპარეზობა ბრიტანულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ისრაელთან იმედგაცრუება იყო, რადგან საქართველომ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მამარდაშვილს ოთხ წუთში ორჯერ გაუტანეს.
თუმცა, ლიეტუვასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. მამარდაშვილს 10-ჯერ დაურტყეს, რომელთაგან სამი ზუსტი აღმოჩნდა და „ლივერპულის“ მეკარეს გოლი არ გაუშვია. იმედია, კარის მშრალად შენახვა მას მნიშვნელოვანი მატჩების წინ თავდაჯერებას აუმაღლებს“, — წერს Rousingthekop.
„ლივერპულის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც კვირას ითამაშა, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. „წითლების“ მეკარეს ინგლისში დაბრუნებამდე თავდაჯერება გაეზარდა, რაც მისთვის ძალიან საჭირო იყო. გიორგი ადრე დაბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან კარგია“, — აღნიშნავს Liverpool.com-ი.
შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერს ტრავმა აწუხებს და „მანჩესტერ სიტისთან“, „პარი სენ-ჟერმენთან“, „ფულემთან“ და „პარი სენ-ჟერმენთან“ განმეორებით შეხვედრაში მერსისაიდელთა კარს „მამარდა“ დაიცავს.