სენსაცია UFC Seattle-ზე: ჯო პაიფერმა ადესანია დაანოკაუტა
UFC Seattle-ის ღონისძიებაზე საშუალო წონის დივიზიონში სენსაცია დაფიქსირდა. 29 წლის ამერიკელმა მებრძოლმა, ჯო პაიფერმა ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით (TKO) დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაუნდი ადესანიას კარნახით წარიმართა და მსაჯების შეფასებითაც უპირატესობა მას დარჩა, მეორე ხუთწუთეულში ოქტაგონზე სურათი რადიკალურად შეიცვალა. პაიფერმა სრული დომინაცია მოიპოვა და უმძიმესი დარტყმების სერიით მოწინააღმდეგე გათიშა.
საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი დომინანტი ისრაელ ადესანია კარიერაში უმძიმეს ფაზას გადის. UFC-ის ოქტაგონზე „იზი“ ზედიზედ დამარცხდა, რაც მისთვის ანტირეკორდია. თუ მის ბოლო ექვს დაპირისპირებას გადავხედავთ, ადესანიამ ამ პერიოდში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლო. ეს ერთადერთი ტრიუმფი 2023 წლის აპრილში დაფიქსირდა, როდესაც მან ალექს პერეირასთან რევანში აიღო და მეტოქე ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა, თუმცა, პერეირასთან გამარჯვება შემობრუნების წერტილი ვერ გამოდგა. მას შემდეგ ადესანიას წარუმატებლობების სერია დაიწყო, ზედიზედ დათმო ბრძოლები შონ სტრიკლენდთან, დრიკუს დუ პლესისთან და ნასურდინ იმავოვთან და ჯო პაიფერთან.