მიქაუტაძის დუბლი - საქართველომ ლიეტუვასთან დამაჯერებლად მოიგო
მარტის სანაკრებო პაუზაზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ლიეტუვას ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შეიტანა, თუმცა ძირითადი ბირთვი უცვლელი დატოვა. ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილის მაგივრად ირაკლი აზაროვი მოგვევლინა, ლუკა ლოჩოშვილი ლაშა დვალმა შეცვალა, ნიკა გაგინძე კი ზურიკო დავითაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაში ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა და ორივე გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა.
70-ე წუთზე „ვილიარეალის“ ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და ჩვენი გუნდი დააწინაურა.
84-ე წუთზე კი კონტრშეტევაზე, ნიკა გაგნიძის საგოლე გადაცემის შემდეგ საბოლოო ანგარიში, 0:2 დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა დავაში კვლავ გადაასწრო და ახლა 23 გოლით კვლავ მეორე პოზიციაზეა და საუკეთესო გოლეადორ შოთა არველაძეს 3 გოლით ჩამორჩება. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 22 გოლია.
საქართველოსა და ლიეტუვას ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეცხრედ შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა დღეს მეხუთერ მატჩი მოიგო, 3 შეხვედრა ლიეტუველთა გამარჯვებით დასრულდა, ერთიც კი ფრედ.