„მე და კვარა გოლების რაოდენობას არ ვუყურებთ“ - მიქაუტაძე მატჩის შემდეგ
მარტის სანაკრებო პაუზაზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ლიეტუვას ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩში დუბლი გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 23 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს, რომელსაც 26 გოლი აქვს გატანილი, უკვე 3 გოლით ჩამორჩება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს მიქაუტაძემ ამის შესახებაც ისაუბრა.
რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ:
საქართველოსა და ლიეტუვას ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეცხრედ შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა დღეს მე-5 მატჩი მოიგო, 3 შეხვედრა ლიეტუველთა გამარჯვებით დასრულდა, ერთიც კი ფრედ.