შონ დაიჩი
Aa
Aa

„პაბში გინესს ვსვამ“ | შონ დაიჩი ტოტენჰემთან მოლაპარაკებებზე

„ტოტენჰემმა“ იგორ ტუდორი დაითხოვა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. როგორც პრემიერ ლიგაში ხშირად ხდება ხოლმე, გადასარჩენად მებრძოლი გუნდის დასახმარებლად შონ დაიჩის კანდიდატურაც გაჟღერდა და ინგლისელი სპეციალისტი ამ ამბავს Talksport-თან გამოეხმაურა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე პაბში ვიყავი. უეცრად, ჩემთან ერთი ბიჭი მოვიდა და მეუბნება: „შენ ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდე.“

გამეცინა და ვუპასუხე: „შენ გვერდით ვარ და გინესს ვსვამ. ნაკლებად სავარაუდოა, ტოტენჰემთან მოლაპარაკებები მქონდეს თუ არა თქმა უნდა, შენ დეზებისთვის არ მუშაობ და ამ პაბში გინესის დალევა არ გადაწყვიტე. ეს კი ძალიან საეჭვოა.“

შეგახსენებთ, რომ ტუდორმა ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 43 დღე გაატარა და გუნდის დაღმასვლას ვერაფერი მოუხერხა. „დეზებს“ 30 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებენ. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი რობერტო დე ძერბის აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული შედეგი, 19 ქულა და მატჩის MVP | მამუს +47 გოგას წინააღმდეგ
ისტორიული შედეგი, 19 ქულა და მატჩის MVP | მამუს +47 გოგას წინააღმდეგ