როდრიგო გოეში
Aa
Aa

ტოტენჰემს როდრიგოს დამატება სურს

„ტოტენჰემი“ როდრიგოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. AS-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მადრიდის „რეალის“ ვინგერის გაფორმებით არის დაინტერესებული. 

მანამდე იწერებოდა, რომ 24 ბრაზილიელის მიმართ ინტერესს იჩენენ ასევე „ლივერპული“, „ბაიერნი“, „არსენალი“ და „ჩელსი“. წითლებში“ როდრიგო ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება ლუის დიასის შემცვლელად, თუ 28 წლის კოლუმბიელი ენფილდის“ დატოვებას გადაწყვეტს.

ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, „დეზებს“ არა მხოლოდ გუნდის შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება სურთ. ამასთან, კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, დანიელ ლევი შეეცდება, რომ  როდრიგოში 90 მილიონზე ნაკლები გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ თავად სამეფო გუნდთან მოლაპარაკებები ჯერ არც ერთ გუნდს არ გაუმართავს - იყო მხოლოდ წინასწარი კონტაქტები თავად ფეხბურთელთან. 

შეგახსენებთ, რომ როდრიგის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი. გასულ სეზონში, როდრიგომ 54 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ეს მაღიზიანებდა“ | კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
„ზოგჯერ ეს მაღიზიანებდა“ | კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე