რანდალ კოლო მუანი
Aa
Aa

კოლო მუანი ტოტენჰემში ითამაშებს

რანდალ კოლო მუანი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძოს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი 2026 წლის ივნისამდე „ტოტენჰემში“ იჯარით ითამაშებს.

პარიზელებმა „დეზების“ წინადადება მიიღეს, რადგან ფრანგ ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურდა.

შეგახსენებთ, რომ კოლო მუანმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „იუვენტუსში“ გაატარა. მან 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

გეტყვით ასევე, რომ რანდალი პსჟ-ში 2023 წელს გადავიდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ინტერთან | გოგლიჩიძის ბრწყინვალე თამაში
გამარჯვება ინტერთან | გოგლიჩიძის ბრწყინვალე თამაში