ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ასე სწრაფად არავინ გაუშვიათ | ლევერკუზენმა ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლა

„ლევერკუზენმა“ ოფიციალური განცხადება გაავცელა და ერიკ ტენ ჰაგის გაშვება დაადასტურა. „ფარმაცევტებმა“ ბუნდესლიგის სეზონი ცუდად დაიწყეს და „ჰოფენჰაიმთან“ 1:2 დამარცხდნენ, „ვერდერთან“ კი ფრედ, 3:3 ითამაშეს, რაც ნიდერლანდელ სპეციალისტს არ აპატიეს.

„ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა და ამ ნაბიჯის გადადგმა არავის უნდოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირამ აჩვენა, რომ ახალი და წარმატებული გუნდის შექმნა ამ სამწვრთნელო შტაბთან ერთად შეუძლებელია. მტკიცედ გვჯერა, ჩვენი გუნდის ხარისხის და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო ნაბიჯით შემადგენლობა გავაძლიეროთ“, - განაცხადა „ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა, სიმონ როლფესმა.

საინტერესოა, რომ ტენ ჰაგის გაშვება რეკორდულ დროში მოხდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ზაფხულში ჩაიბარა და ორი ტურის შემდეგ პოსტი დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია“ | ტოლისომ მიქაუტაძეზე ისაუბრა
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია“ | ტოლისომ მიქაუტაძეზე ისაუბრა