ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტები | სეზონში პირველად ვემბანიამა გალიდერდა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა.

პირველ საფეხურზე „ოკლაჰომას“ მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერი „სან ანტონიო სპურსის“ ფრანგმა ცენტრმა, ვიქტორ ვემბანიამამ ჩაანაცვლა.

მესამე ადგილზე „დენვერის“ სერბი ლიდერი ნიკოლა იოკიჩია, მეოთხეზე კი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩია, რომლის პოზიციაც ორი საფეხურით გაუარესდა. „ბოსტონის“ კალათბურთელი ჯეილენ ბრაუნი მეხუთე ადგილზეა.

მეექვსე ადგილზე „დეტროიტის“ ლიდერი კეიდ კანინგემია, მეშვიდე ადგილი „ატლანტა ჰოუქსის“ კალათბურთელმა, ჯეილენ ჯონსონმა შეინარჩუნა, მერვეზე კავაი ლეონარდი („კლიპერსი“), მეცხრეზე - დონოვან მიტჩელი („კლივლენდი“), მეათეზე კი ენტონი ედვარდსი („მინესოტა“) არიან.

ცნობისთვის, ვემბანიამამ ბოლო მატჩში „მემფის გრიზლისთან“ 19 ქულა, 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 7 დაფარება დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოკიჩს ვერ აჩერებენ - სერბის ზედიზედ მეოთხე სამმაგი
იოკიჩს ვერ აჩერებენ - სერბის ზედიზედ მეოთხე სამმაგი