„ჩემზე უკეთესი კალათბურთელი არ არსებობს“ - უეიდის მენტალიტეტი
ვეტერან კალათბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირთ თანამედროვე მოთამაშეების მათთან შედარება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საუკეთესონი იყვნენ და ყოველგვარი შედარებების გაკეთება სრული უაზრობაა. დაახლოებით ასეთი პათოსით ისაუბრა, NBA-ს დიდების დარბაზის წევრმა და „მაიამის“ ლეგენდამ, დუეიდ უეიდმა, რომელსაც საკმაოდ ხმამაღალი განცხადების გაკეთება გამოუვიდა.
დუეინ უეიდი
ჩემზე მაგარი კალათბურთელები ვინ იყვნენ? ვინც იყო, მათ ჩემზე მეტ წარმატებას მხოლოდ იმიტომ მიაღწიეს, რომ ტრავმებს უფრო ნაკლებად იღებდნენ და არა იმიტომ, რომ რაიმეთი უკეთესები იყვნენ. უფრო მეტ ქულებს აგროვებდა ვინმე, თუ ბურთს ჩემზე უკეთესად ატარებდა? არ მჯერა ბუნებაში ისეთი კალათბურთელის არსებობის, რომელიც რაიმეში ჩემზე მაგარი იყო. ასეთია ჩემი მენტალიტეტი და სწორედ ამის ხარჯზე გავხდი უდიადესი კალათბურთელი.
ცნობისათვის, დუეინ უეიდმა NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი სამჯერ 2006, 2012 და 2013 წლებში მოიგო, 13-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში. კარიერის მანძილზე „მაიამი ჰიტში“, „ჩიკაგო ბულსსა“ და „კლივლენდ კავალიერსში“ ასპარეზობისას საერთო ჯამში 23 165 ქულა, 4 933 მოხსნა და 5 701 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.