გოგამ 14 წუთში 3 ქულა დააგროვა | ორლანდოს მე-40 გამარჯვება
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში მე-40 გამარჯვება მიითვალა. ფლორიდელები საშინაო არენაზე „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდნენ და არიზონელები 115:111 დაამარცხეს.
ტრადიციულად, ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გოგამ პარკეტზე 14 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. გოგამ 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა, 1 ორქულიანი გააფუჭა და 1 დაკარგვა ჰქონდა.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა დესმონდ ბეინმა ჩააგდო. ჯეილენ საგსმა 20 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო პაოლო ბანკერომ მატჩი 19 ქულით, 9 მოხსნითა და 8 პასით დაასრულა. „ფინიქსის“ მხრიდან საუკეთესო დევინ ბუკერი იყო — 34 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 40 მოგება და 35 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. ფლორიდელების მომდევნო გაჩერება