იტალია, ფრანკო ბარეზი
Aa
Aa

ბარეზი: საკუთარი დანაშაული მთელმა იტალიურმა ფეხბურთმა უნდა აღიაროს

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, ფრანკო ბარეზიმ, ეროვნული გუნდის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შესახებ ისაუბრა.

ჯენარო გატუზოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებთან წააგო (1:1, პენალტებით 1:4) და იტალიელები ზედიზედ მესამე მუნდიალს მიღმა დარჩნენ.

„გუშინ მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომელმაც ჩვენი გუნდისთვის მატჩის მსვლელობაზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა იტალია არ უნდა ელოდოს ბოლო წუთს, რათა კვალიფიკაცია გაიაროს.

საკუთარი დანაშაული მთელმა იტალიურმა ფეხბურთმა უნდა აღიაროს, რადგან ბოლო ოცი წლის შედეგები აშკარაა, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, ერთეულ ტრიუმფს ევროპის ჩემპიონატზე.

ბოლო თვეებში მან (გატუზომ) ამ საქმეში მთელი გული და სული ჩადო. ჩემი აზრით, იმ მცირე დროში, რაც ჰქონდა, კარგი სამუშაო გასწია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გავაგრძელებთ თუ არა მასთან თანამშრომლობას, თუმცა ამ მარცხში ის ნამდვილად ყველაზე ნაკლებადაა პასუხისმგებელი“,

– თქვა ბარეზიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები