ანტი-ლგბტ განცხადებების გამო ჩიკაგომ ჯეიდენ აივის კონტრაქტი გაუწყვიტა
„ჩიკაგო ბულზმა“ მცველ ჯეიდენ აივის გუნდისთვის დამაზიანებელი ქცევის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა, მას შემდეგ რაც კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რელიგიასა და სხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის ანტი-ლგბტ განცხადებები გააკეთა.
„როგორც ორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ყოველდღე უნდა დავიცვათ“, - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბილი დონოვანმა.
რამდენიმე დღის წინ აივი ტრავმის გამო გუნდს სეზონის ბოლომდე გამო გამოეთიშა. ამის შემდეგ კალათბურთელმა NBA „ღირსების თვის“ ორგანიზებისთვის გააკრიტიკა.
„ამას მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, სარეკლამო ბანერებზე ათავსებენ და ქუჩებში ხმამაღლა აჟღერებენ. ეს უსამართლობაა“.
მოგვიანებით აივი „ბულსის“ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა:
„თქვეს, რომ ჩემი ქცევით გუნდს მივაყენე ზიანი. რატომ არ ამბობენ პირდაპირ, რომ სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას არ იზიარებენ? როგორ დავაზიანე „ბულსი“ ან ჩემი თანაგუნდელები?“
შეგახსენებთ, რომ ჩიკაგომ 24 წლის აივი „დეტროიტს“ რამდენიმე კვირის წინ გაუცვალა. ჯეიდენ აივი 2022 დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს. „ბულზში“ მან 4 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.5 ქულას, 4.8 მოხსნასა და 4.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.