გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო შედეგი ბოლო 7 სეზონში | გულიაშვილის წარმატება

გიორგი გულიაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ანდორასთან“ გამართულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, კარგი თამაში დაუფასდა და ტოპ 11-ში შეიყვანეს.

ესპანელმა ჟურნალისტმა, პაბლო პუენტემ, გულიაშვილის საინტერესო მიღწევა გაგვიზიარა. გიორგი ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში „რასინგის“ მიერ ზამთარში შეძენილი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 5 გოლი გაიტანა (იგულისხმება ის სეზონი, როდესაც ტრანსფერი განხორციელდა).

„რასინგის“ ბოლო მოთამაშე, რომელმაც უკეთესი შედეგი დააფიქსირა, დავიდ ბარალი გახლავთ — 6 ბურთი. ბარალამდე ბორხა ლასაროს 8 გოლი ჰქონდა, ხოლო აბდონ პრატსს — 14.

„გულიაშვილის შეძენა ნამდვილად კარგი ტრანსფერი იყო. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ცხრიანის როლი მოირგო. გოლები გააქვს, შერბენებს აკეთებს, ძალისხმევას არ აკლებს და ბოლომდე იბრძვის. არის ფეხბურთელი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს“, — წერს პუენტე.

საინტერესოა, რომ გულიაშვილს 5 გოლი ბოლო 6 შეხვედრაში აქვს შეგდებული. „ანდორასთან“ გაფორმებული დუბლის გარდა, მან „ხიხონს“ გაუტანა და „კასტელონთან“ ორი გოლით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალის მარცხი ჟირონასთან - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
ვილიარეალის მარცხი ჟირონასთან - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა