იოზუა კიმიხი
Aa
Aa

„მსაჯები? ეს საკითხი არ მაღელვებს“ - კიმიხი რეალთან მატჩზე

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მატჩის შესახებ:

„ჩემთვის მადრიდის „რეალი“ და „ბაიერნი“ მსოფლიოს ორი უდიდესი კლუბია. ამიტომ, მათ შორის ყოველი თამაში განსაკუთრებულია“.

ფსიქოლოგიური ასპექტის მნიშვნელობაზესანტიაგო ბერნაბეუზეზეწოლის დასაძლევად:

„თუ „რეალის“ დამარცხება გსურს, საუკეთესო ფორმაში უნდა იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ტაქტიკურად. კარგ განწყობაზე ვართ, ყველა მოთამაშე მწყობრშია. მოხარულები ვართ აქ თამაშით. ეს არის გადამწყვეტი გამოცდა, რომელზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ბრძოლას მოუთმენლად ველით“.

მსაჯების შესაძლო გადაწყვეტილებებზებაიერნისწინააღმდეგ:

„ამაზე არ მიფიქრია. ეს საკითხი არ მაღელვებს“.

 - განაცხადა კიმიხმა პრესკონფერენციაზე.

ბოლო ცნობებით, ჰარი კეინი სათამაშოდ მზადაა, თუმცა რამდენი წუთით, ეს ჯერ ცნობილი არ არის. რაც შეეხება „რეალს“, მადრიდელებს კურტუა, მენდი და როდრიგო დააკლდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები