ჰარი კეინი, ვენსან კომპანი
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგაზე ეს ყველაზე რთული გასვლითი მატჩია“ - კომპანი რეალზე

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ დღევანდელ მატჩზე ისაუბრა.

თამაშის შესახებ:

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ „რეალის“ საუკეთესო ვერსიისთვის - იმ ვერსიისთვის, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ თამაშობდა. ისინი კვლავ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩებიან. სავარაუდოდ, ეს ყველაზე რთული გასვლითი მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ გვინდა, რომ აქ გავიმარჯვოთ“.

იმის შესახებ, თამაშობს თუ არა „რეალი“ უკეთ მბაპესა და ვინისიუსის ერთად ან ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში:

„ეს საერთოდ არ არის ჩემი თემა. „ბაიერნთან“ დაკავშირებით ისედაც საკმარისი საკითხები გვაქვს განსახილველი, ამიტომ „რეალის“ პრობლემების მოგვარება ჩვენ არ გვევალება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე გუნდი დიდებულია. დანარჩენი „რეალზეა“ დამოკიდებული“.

ჰარი კეინის მდგომარეობის შესახებ:

„ჰარიმ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი. მან თავად უნდა თქვას, არის თუ არა მზად სასტარტო შემადგენლობაში გამოსასვლელად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,

- განაცხადა კომპანიმ.

ბოლო ცნობებით, კეინი გუნდთან ერთად არის და სათამაშოდ მზადაა, თუმცა რამდენ წუთს გაატარებს ის მოედანზე, ეს ჯერ გარკვეული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები