„ახლო ჩხუბიც კი არ იქნება“ | ცარუკიანი ილიასა და მახაჩევის პოტენციურ ბრძოლაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. ცარუკიანმა საკუთარი ვარაუდი დააფიქსირა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ როგორც მსუბუქ, ისე ქვესაშუალო წონაში უშანსოდაა.
„ვინ გაიმარჯვებს ილიასა და ისლამის ორთაბრძოლაში? ისლამი. ახლო ჩხუბიც კი არ იქნება. მახაჩევი მოიგებს როგორც მსუბუქ წონაში, ისე ქვესაშუალოში.“
თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას თბილისის დროით 15 ივნისს გამართავს და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება და, სავარაუდოდ, ცარუკიანი ამ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება, თუმცა არის ვარიანტი, რომ ჩარლზ ოლივეირასთან BMF-ის სიმბოლური ქამრისთვის იჩხუბოს.
რაც შეეხება მახაჩევს, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა აღნიშნა, რომ ისლამი აგვისტოში დაბრუნდება. რუსი მებრძოლის მენეჯერის, ალი აბდელ-აზიზის თქმით, მახაჩევის მეტოქე ქვესაშუალო წონითი დივიზიონის წარმომადგენელი იქნება. უცხოურ პრესაში სამი ვარიანტი სახელდება: კამარუ უსმანი, მაიკლ მორალესი და იან მაჩადო გარი.