ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ოლივეირა გეიჯი-თოფურიას ბრძოლას ერთი პირობით დააზღვევს

BMF-ის ტიტულის მფლობელი, ჩარლზ ოლივეირა, მზად არის ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო ბრძოლა დააზღვიოს, თუმცა თუ მას ჩანაცვლება არ მოუწევს, სურს ჰქონდეს გარანტია, რომ UFC-ის მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის შემდეგი პრეტენდენტი იქნება.

„მე მივდივარ ტიტულისთვის. მინდა კვლავ გავხდე ჩემპიონი, მაგრამ გულუბრყვილო არ ვარ. ივნისში ტიტულები გაერთიანდება და მე შემიძლია ვიყო ამ ბრძოლის სათადარიგო წევრი. ვაგრძელებ ვარჯიშს, ვიცავ წონას, მაგრამ საბოლოოდ ჩავდივარ და ბრძოლა არ მაქვს.

თუ თოფურია მოიგებს, ის სხვა წონით კატეგორიაში ავა და ქამარი ვაკანტური გახდება. მიუხედავად იმისა, განთავისუფლდება თუ არა ტიტული, მე რიგში შემდეგი უნდა ვიყო. არ მაკმაყოფილებს ვარიანტი, რომლის დროსაც დავაზღვევ ბრძოლას, შემდეგ კი ივლისში ან აგვისტოში სხვა მეტოქეს დამინიშნავენ“,

– განაცხადა ბრაზილიელმა Canal Encarada-სთან ინტერვიუში.

მანამდე თოფურიასა და გეიჯის ბრძოლის დაზღვევის მზადყოფნის შესახებ, რომელიც 14 ივნისს თეთრ სახლში UFC-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერმა, არმან ცარუკიანმაც განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები