ილია vs არმანი - ილია vs გეიჯი | ქომაგების უმრავლესობას ცარუკიანის ხილვა სურს
შონ ომალიმ არმან ცარუკიანის პოპულარობის სწრაფი ზრდა აღნიშნა და დასძინა, რომ UFC-მ, შესაძლოა, გადახედოს საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის მთავარი ვარსკვლავი.
პირველ აპრილს სომეხმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო ბრძოლაში ჩამნაცვლებლად გამოდიოდა. მან ტრავმირებულ ამერიკელს ჯანმრთელობა უსურვა. ამ პოსტმა ერთ დღეში 817 ათასი მოწონება დააგროვა, მაშინ როცა თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის სადღესასწაულო ქარდის ანონსმა 26 დღეში მხოლოდ 730 ათასი დადებითი რეაქცია მიიღო.
View this post on Instagram
აღსანიშნავია, რომ ცარუკიანს 4.7 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო თოფურიასა და გეიჯის ბრძოლა, რომელიც სადღესასწაულო ღონისძიების მთავარ მოვლენად არის გამოცხადებული, UFC-ის ოფიციალურ გვერდზე დაანონსდა, რომელსაც 49.8 მილიონი გამომწერი ჰყავს და პოსტის თანაავტორად პლატფორმა Paramount+ იყო მითითებული.
View this post on Instagram
UFC-ის ქარდი თეთრ სახლში 14 ივნისს გაიმართება. ცარუკიანის თქმით, ის აპირებს დააზღვიოს ღონისძიების მთავარი ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ სატიტულო შეხვედრის სათადარიგო მონაწილეს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.