ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე, ნეით დიაზი
Aa
Aa

„აბა მივიდეს და ილია თოფურიას უთხრას, რომ...“ - კორმიემ ნეით დიაზს უპასუხა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ ნეით დიაზს უპასუხა და ურჩია, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის სტატისტიკას შეხედოს.

 

რას ამბობს კორმიე:

 

„სასაცილოა, როდესაც ნეითი ჩემს შესახებ რამეს ამბობს. გადახედოს თავის სტატისტიკას, ამდენჯერ წაგება უბრალოდ არ შეიძლება. აბა, მიდი და უთხარი ილია თოფურიას, რომ მის სპორტში მოიძებნება 13 კაცი, ვინც მას, ისლამ მახაჩევს ან სხვა ტოპ მებრძოლებს მოუგებს. არიან სპორტსმენები, რომლებიც 13 სხვადასხვა ადამიანთან უბრალოდ ვერ წააგებენ, მით უმეტეს კარიერის პიკში. შეიძლება შეუძლებელი არ არის, მაგრამ, მოდი რა, ეგ ხომ სრული აბსურდია.

შენ კი ჩემზე გინდა ლაპარაკი, „ბატონო ჩემპიონო“. დიახ, მე ჩემპიონი ვიყავი და ამ ტიტულს სიამაყით ვატარებ. ეს ძალიან მაგარია. მე ჩემპიონი ვიყავი და ამით ვამაყობ. ახლა კომენტატორად ვმუშაობ. ეს არის ჩემი საქმე და მაგრად მიყვარს.“

რამდენიმე დღის წინ, ნეით დიაზმა თავის პოდკასტში დენიელ კორმიეს ჯონ ჯონსთან წაგება გაიხსენა და ყოფილ ჩემპიონს ტირილის გამო დასცინა. დენიელ კორმიეს პასუხის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმაზე უარესადაა ვიდრე იყო“ - მერაბ დვალიშვილმა ცხვირი გაიტეხა
„იმაზე უარესადაა ვიდრე იყო“ - მერაბ დვალიშვილმა ცხვირი გაიტეხა