მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„იმაზე უარესადაა ვიდრე იყო“ - მერაბ დვალიშვილმა ცხვირი გაიტეხა

UFC-ის სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სპარინგის დროს ცხვირი გაიტეხა. ამის შესახებ თავად მერაბმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

„რა კარგი დღეა და ისევ რა სულელური შემთხვევა მოხდა. 12 წლის შემდეგ ჩემი ცხვირი ისევ დაიმტვრა. როგორც ხედავთ, იმაზე უარესადაა ვიდრე იყო, იმავე მიმართულებით კიდევ უფრო მეტადაა გატეხილი და როცა ვეხები, ვგრძნობ, რომ შიგნით ძვლები ჩამტვრეულია და ცალ მხარეს ვეღარც ვსუნთქავ პირველად ცხვირი ჩემს პროფესიონალურ დებიუტზე გავიტეხე, ახლა კი ეს უბრალო სპარინგზე მოხდა“.

„ახლა რენტგენი უნდა გადავიღო. დარწმუნებული ვარ, UFC დამეხმარება ამაში, მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში ბრძოლა არ მიწევს. ვეცდები ოპერაციით გავისწორო ეს ცხვირი, ვნახოთ რა გამოვა“.

რენტგენის გადაღების შემდეგ კი „მანქანამ“ ასეთი რამ თქვა:

„როგორც ვამბობდი, გადავიღე რენტგენი და გამოჩნდა, რომ ცხვირი ორ ადგილას მაქვს გატეხილი. ახლახან ვნახე ექიმი, ქირურგი და მითხრა, რომ თუ ცხვირის გასწორება მინდა, სხვა ძვლებიც თავიდან უნდა ჩამიმტვრიოს, რის მოშუშებასაც კიდევ ერთი წელი დასჭირდება. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ მინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მითხრა, რომ შემიძლია ასე დავტოვო და ოპერაცია კარიერის დასრულების შემდეგ გავიკეთო. ვუთხარი, რომ მომდევნო 20 წელი კარიერის დასრულებას არ ვაპირებ“.

„ასე რომ, მგონი მომიწევს წინანდელზე უფრო მეტად გატეხილი ცხვირით ყოფნა და ამასთან გამკლავება. მე მაინც გამოვალ ჭიდაობის ტურნირზე ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ. სულ ეს არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ში ერთმანეთს 18 აპრილს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება UFC-ში მომდევნო ბრძოლას, „მანქანა“ დიდი ალბათობით, პიოტრ იანს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, ბრძოლა ზაფხულში, ივლისი-აგვისტოს პერიოდში უნდა შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე გამოჯანმრთელდი ჯასტინ“ - ცარუკიანის საპირველაპრილო ხუმრობა
„მალე გამოჯანმრთელდი ჯასტინ“ - ცარუკიანის საპირველაპრილო ხუმრობა