„მალე გამოჯანმრთელდი ჯასტინ“ - ცარუკიანის საპირველაპრილო ხუმრობა
პირველი აპრილის ხუმრობების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. ამ დღეს უამრავი სახალისო ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
სოციალურ ქსელში პირველი აპრილის სახუმარო პოსტი გამოაქვეყნა არმან ცარუკიანმა, რომელმაც ილია თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლა დააანონსა. ბევრი ამას ვერ მიხვდა და ხუმრობა რეალობა ეგონათ.
„მგონი, ჩემი იღბლიანი დღეა. მალე გამოჯანმრთელდი ჯასტინ“,
- დაწერა ცარუკიანმა.
View this post on Instagram
რაც შეეხება ილია თოფურიას, ის ჯასტინ გეიჯისთვის ემზადება, იქამდე კი „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში ტრადციას არ უღალატა და ინსტაგრამის საკუთარი პროფილის მონაცემები შეცვალა.
ახლა „ელ მატადორს“ რეკორდში მე-18 პროფესიონალური გამარჯვება აქვს დაფიქსირებული.
ილია ანალოგიურად მოიქცა 2023 წლის დეკემბერშიც, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან სატიტულო ბრძოლის წინ, რომელიც ორი თვის შემდეგ, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.