იანი წელს ვეღარ იჩხუბებს? - რას ამბობს ჩეილ სონენი
UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ამჟამად ექსპერტი ჩეილ სონენი თავის YouTube-არხზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის, პიოტრ იანის ოქტაგონში დაბრუნების თარიღმა გადაიწია, რის გამოც შესაძლოა მისი და მერაბ დვალიშვილის ჩხუბი მიმდინარე წელს აღარ შედგეს.
„გავიგე, რომ შონ ომალისა და აიმან ზაჰაბის ჩხუბის გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის დროებით ჩემპიონად გამოცხადდება. შესაბამისად, ეს 5-რაუნდიანი ჩხუბი იქნება.
პირველ რიგში, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პიოტრ იანს, რომელიც მიმდინარე წელს ვეღარ იჩხუბებს. ასევე, როგორც ჩანს, მერაბ დვალიშვილი ქამრისთვის დაუყოვნებლივ ვეღარ იჩხუბებს“.
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად UFC-ში ჯერ არავის დაუდასტურებია, მაგრამ თუ ომალი-ზაჰაბის გამარჯვებული დროებითი ჩემპიონი გახდება, არაა გამორიცხული, რომ პიოტრ იანის სრული გამოჯანმრთელების შემდეგ პრომოუშენის ხელმძღვანელობამ ქამრების გაერთიანება გადაწყვიტოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იანის მომდევნო მეტოქე შესაძლოა არა დვალიშვილი, არამედ ახალი დროებითი ჩემპიონი იყოს.