დინამო ბათუმი, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

თქვენი ყველა გაელვება უმაღლეს დონეზე დაფასდება | მიქელაძემ ფეხბურთელებს მიმართა

ბათუმის დინამოს მფლობელი თემურ მიქელაძე სპაერთან გამარჯვების შემდეგ გუნდის გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველა ამ ადამიანის შრომის შედეგი დავინახე. დღეს მოედნის ყველა მონაკვეთზე ვიბრძოდით. უკვე ვიცით რა გუნდი უნდა ავაშენოთ. ეს არის გუნდი, რომელიც მოედნის ყოველ სანტიმეტრზე იბრძვის და მნიშვნელობა არ აქვს რა ანგარიშია, გამარჯვებისთვის იბრძვის. დღევანდელი თამაში ძალიან იმედისმომცემი იყო, დღეს უკვე სხვა გეგმები გვაქვს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩვენი იმედი გქონდეთ. თქვენი თითოეული მცირე გაელვება ჩვენგან უმაღლეს დონეზე დაფასდება. ამის პირობას გაძლევთ. მთავარია ერთი რაღაც, უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი მოსულა, წაგებაც მოსულა, ფრეც მოსულა, ნუ მოგება ხომ ძალიან მაგარია. არ მოსულა ბრძოლისა და სპორტული ჟინის გარეშე თამაში. დღეს იყო ის თამაში, როცა ყველამ იბრძოლეთ, დიდი მადლობა ამისთვის’’.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ბათუმის დინამომ შინ სპაერი 4:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ნიკა კალანდარიშვილის, დმიტრი მანდრიჩენკოსა (2) და უერდი მარას ანგარიშზეა. ერთადერთი საპასუხო გოლი საბა გეგიაძემ შეაგდო, მისი გოლით ანგარიში 3:1 გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ სამი ფრის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ამ მომენტში 6 ქულით მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 7 აპრილს რუსთავს ესტუმრება.

2025 წლის მიწურულს ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოება დბ 1923-მა შეიძინა. კლუბის მთავარი აქციონერი თემურ მიქელაძეა, მასთან ერთად აქციებს ენრიკო მიქელაძე, გიორგი რომანაძე, ბექა შარაშიძე და ოთარ მუმლაძე ფლობენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თორნიკე კვარაცხელიას 2 საგოლე პასი | 16-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
თორნიკე კვარაცხელიას 2 საგოლე პასი | 16-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო