ლიონელ მესი, ლუის სუარესი
Aa
Aa

903-ე გოლი კარიერაში | მესიმ MLS-ში გაიტანა და რონალდუს 64 გოლით ჩამორჩება

MLS-ში ინტერ მაიამი - ოსტინის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმრები გილერმე ბიროსა და ჯეიდენ ნელსონის გოლებით ორჯერ იგებდნენ, თუმცა ჯერ ლიონელ მესიმ, მატჩის მიწურულს კი ლუის სუარესმა გაათანაბრა.

38 წლის  მესიმ კარიერაში ჩატარებულ 1 146-ე მატჩში 903-ე გოლი გაიტანა. ასევე, არგენტინელის აქტივში 407 საგოლე პასია. ბარსასთვის  672 გოლი შეაგდო, არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის - 116, პსჟ-სთვის - 32, ინტერ მაიამისთვის - 81. კარიერაში გატანილი გოლებით კრიშტიანუ რონალდუ მესის 64 გოლით უსწრებს, პორტუგალიელის ანგარიშზე 967 გოლია.

ლიონელ მესიმ, რომელიც ინტერ მაიამის კაპიტანია, MLS-ის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

 

39 წლის ვეტერანმა ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში MLS-ში მესამედ ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები