როტანმა სასტარტოში პირველად ათამაშა | მაისურაძის კარგი მატჩი უკრაინაში
პოლისია ჟიტომირის მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა მიმდინარე სეზონში პირველად გიორგი მაისურაძე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. ვერესთან მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა, მაისურაძემ მარჯვენა მცველის პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა. მატჩის დასაწყისში მარცხენა ფეხით ლინდონ ემერლაჰუს მისამართით კარგი გადაცემა შეასრულა, თუმცა კოსოვოელმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. 31-ე წუთზე მაისურაძეს ბრაზილიელი ვესლი პომბა გაექცა. ქართველი მცველი თანაგუნდელებმა ვერ დააზღვიეს, თუმცა მეკარემ დარტყმა მოიგერია. 57-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მაისურაძის ჩაწოდების შემდეგ სტუმართა მცველი შეცდა და ედუარდ სარაპიმ ახლო მანძილიდან ვერ შეაგდო.
24 წლის ქართველ ფეხბურთელს მარცხენა და მარჯვენა მცველის პოზიციებზე თამაში შეუძლია, ე.წ. ორფეხაა და თუ უკრაინულ კლუბში სათამაშო დროს სტაბილურად მიიღებს, ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან საინტერესო კანდიდატია.