ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“ | ჯანაშიამ კვარას თამაში შეაფასა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჯანაშია „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის სათამაშო ფორმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

„ხვიჩა შესანიშნავად თამაშობს. ყოველ ეპიზოდში, ყოველ კვირას უფრო და უფრო უმატებს. მასზე საუბარიც კი ზედმეტია — ამ მომენტისთვის „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია.

ვფიქრობ, კვარაცხელია ჯერ არსად წავა. რატომ უნდა წავიდეს? საფრანგეთში თავს ძალიან კარგად გრძნობს. სჯობს, კიდევ ითამაშოს „პარი სენ-ჟერმენში“ და შემდეგ უკვე შეიძლება სხვა გუნდზე დაფიქრება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული და მისი მეტოქე „ლივერპული“ გახლავთ. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას 14 აპრილს „ენფილდზე“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა