ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მამაგეიშვილი კიტეიშვილმა შეცვალა - შტურმმა რაპიდთან მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „რაპიდს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიზი მამაგეიშვილი იყო. 22 წლის ნახევარმცველმა მოედანზე 73 წუთი გაატარა და მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კიტეიშვილით შეცვალა. ქართველმა ნახევარმცველმა 34-ე წუთზე მეტოქესთან შელაპარაკების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ დროის განმავლობაში მამაგეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 22 შეხება, კარისკენ ერთი არაზუსტი დარტყმა. 10-დან 8 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 5.9 ქულა.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ქართველმა ნახევარმცველის მონაგარი მოედანზე შემოსვლის შემდეგ ასეთი იყო - ბურთთან 12 შეხება, 6-დან 4 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი. ერთი არაზუსტი დარტყმა. Sofascore-ის შეფასება - 6.4 ქულა.

25 ტურის შემდეგ „შტურმი“ ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 26 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გულიაშვილის დუბლი - რასინგი ანდორასთან განადგურდა
    გულიაშვილის დუბლი - რასინგი ანდორასთან განადგურდა